შპს ლუკოილ ჯორჯია
შპს ლუკოილ ჯორჯია

ზოგადი ინფომაცია

ლუკოილი არის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობისა და გაზის კომპანია მსოფლიოში, მსოფლიოში ნედლი ნავთობის წარმოების 2%-ს და დადასტურებული მარაგების 1%-ს შეადგენს.

ლუკოილის პირველი ბენზინგასამართი სადგური საქართველოში 2002 წელს გაიხსნა. მას შემდეგ კომპანია სტაბილურად ფართოვდება და ამჟამად ფუნქციონირებს 60-ზე მეტი ბენზინგასამართი სადგური ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში და დასაქმებულია 500-ზე მეტი ადამიანი.

ლუკოილ ჯორჯია გახდა პირველი ნავთობკომპანია საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს 2008 წელს შესთავაზა  ევრო 5 სტანდარტების შესაბამისი საწვავი. დღეს ლუკოილის ბენზინგასამართი სადგურები გვთავაზობენ შემდეგ ტიპის ნავთობპროდუქტებს : Ecto 100, RON-98 (Super), RON-95 (Premium), RON-. 92 (ევრო-რეგულარი) და დიზელის ტიპის საწვავი (ევრო 5).

პროდუქციის მიწოდება ხდება ბურგასის ლუკოილის გადამამუშავებელი ქარხნიდან. პროდუქტი მისი ხარისხის უზრუნველსაყოფად გადის ხარისხის კონტროლს მომზადების, ტრანსპორტირების, შენახვისა და განაწილების ყველა ეტაპს, დამოწმებული აკრედიტებული ლაბორატორიების მიერ. შემოწმების შემდეგ თითოეულ პროდუქტს ახლავს ხარისხის უზრუნველყოფის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ყველა მიღებულ სტანდარტებთან შესაბამისობას

ლუკოილის საწვავი შეიცავს უნიკალურ დანამატს, რომელიც აძლიერებს და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ძრავის მუშაობას და გარემოსდაცვით მახასიათებლებს ჩვეულებრივ საწვავთან შედარებით. დანამატი ამცირებს საწვავის ხარჯებს და აუმჯობესებს წვის დინამიკას. მისი გამოყენება უსაფრთხოა ატმოსფერული და ტურბო ძრავებისთვის და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) და მოტოციკლის საერთაშორისო ფედერაციის (FIM) მოთხოვნებს.

ასევე, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ჩვენს საბარათე სისტემაში დარეგისტრირდა დაახლოებით 7 ათასი მომხმარებელი და გაიცა დაახლოებით 15 ათასი პლასტიკური ბარათი.