2006 წლის 27 დეკემბერს კომპანია "ლუკოილ ჯორჯია” ლაგოდეხის უპატრონო ბავშვთა თავშესაფარს საქველმოქმედო ვიზიტით ეწვია. ეს ინიციატივა დაწესებულების ბავშვებისთვის საახალწლო საჩუქრებით, ზამთრის თბილი ტანსაცმლითა და სურსათ — სანოვაგით უზრუნველყოფას ითვალისწინებდა.
ვიზიტი 3 საათს გაგრძელდა. თავშესაფარში მცხოვრები ბავშვები სტუმრების წინაშე საგანგებოდ მომზადებული პროგრამით წარდსდგნენ. ლუკოილ ჯორჯიას თან ახლდა კომპანიის სარეკლამო სახე, ირინა ონაშვილი, რომელმაც სიმღერა "თბილისო” თავშესაფარში მცხოვრებ ბავშვებთან ერთად შეასრულა.

